ამერიკის პრეზიდენტმა ქვეყნის გენერალური პროკურორის კანდიდატურა დაასახელა

ამერიკის პრეზიდენტმა ქვეყნის გენერალური პროკურორისა და იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევანი უილიამ ბარზე შეაჩერა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა და აღნიშნა, რომ ის მისი პირველი არჩევანი იყო პირველივე დღიდან და მის კანდიდატურას წარადგენს.

68 წლის ბარი ამავე თანამდებობას 1991-93 წლებში, ჯორჯ ბუში უფროსის პრეზიდენტობის პერიოდშიც იკავებდა. უილიამ ბარის ამ თანამდებაზე დამტკიცებას ამერიკის სენატის მხარდაჭერა ესაჭიროება. ამერიკული მედია ვარაუდობს, რომ ბარის დამტკიცების დროს მოუწევს პასუხები გასცეს კითხვებს, იქნება თუ არა იუსტიციის დეპარტამენტი თეთრი სახლისგან პოლიტიკურად დამოუკიდებელი, ასევე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე.

ამერიკის ყოფილი გენერალური პროკურორი ჯეფ სეშნსი თანამდებობიდან ნოემბერში გადადგა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა