ლევან იზორია - ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვა ჩვენი საჰაერო სივრცის და საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობის მნიშვნელოვანი გარანტიაა

საჰაერო თავდაცვის კომპონენტში საქართველო და საფრანგეთი თანამშრომლობის მეორე ეტაპზე გადადის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ მხარესთან მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა, რომლითაც ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვა გრძელდება. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს მოეწერა.

ლევან იზორიას განცხადებით, კონტრაქტში გაწერილი მიმართულებებით მომავალში უკვე შესაძლებელი იქნება ნატო-ს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრირება.

„ეს მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას საჰაერო თავდაცვის კომპონენტში, რაც არის მნიშვნელოვანი გარანტია ჩვენი საჰაერო სივრცის დაცულობისა და ამით საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობისა“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის რეზიდენციაში „ოტელ დე ბრიენი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რის შემდეგაც ლევან იზორიამ და ფლორანს პარლიმ საფრანგეთსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის ლოგისტიკური უზრუნველყოფის შესახებ ტექნიკურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ლევან იზორიას თქმით, საქართველო კვლავაც ერთგული რჩება იმ წვლილის, რომელიც მას ევროკავშირთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით შეაქვს.

იხილეთ ვიდეო: საჰაერო თავდაცვის კომპონენტში საქართველო და საფრანგეთი თანამშრომლობის მეორე ეტაპზე გადადის

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა