ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დასრულდა

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. კურსის ოფიციალურ დახურვამდე სინდიკატებად დაყოფილმა მონაწილეებმა სიმულაციური კრიზისული სცენარის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს და ხუთი დღის განმავლობაში განხილული თემები შეაჯამეს.

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა. მას საქართველოს თავდაცვის და სხვა სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. კურსის განმავლობაში უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და საქართველოში მის გავლენაზე, რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებსა და საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და მიღწევებზე, ეროვნული უსაფრთხეობის სამხედრო კომპონენტზე, თანამედროვე კიბერსაფრთხეებზე, ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლზე მსჯელობდნენ.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეშვიდედ ჩატარდა. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის სკოლის ორგანიზებითა და ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ხორციელდება”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს