სასტუმრო „პარაგრაფში“ „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ გასვლითი სხდომა გაიმართა

8-9 დეკემბერს, სასტუმრო „პარაგრაფში“ „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ გასვლითი სხდომა გაიმართა. „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ინფორმაციით, სხდომას გაერთიანების წევრებთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ესწრებოდნენ.

სხდომაზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2019 წლის მანძილზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს. მათ შორის უმნიშვნელოვანეს საკითხად კვლავ რჩება უწყვეტი პროფესიული განათლების, კლინიკური რეცენზირების, კლინიკური მდგომარეობის მართვის პროტოკოლების განახლებისა და სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესი.

სხდომაზე ასევე მოისმინეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხედვა სამედიცინო ადამიანური რესურსის განვითარებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ ამ დროისათვის 44- მდე პროფესიულ დარგობრივ ასოციაციას აერთიანებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა