გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი, პრემიერის წარდგინებით, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ჯილდო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ოჯახს მამუკა ბახტაძემ დღეს, ივანე გოლაშვილის დაბადების დღეზე გადასცა. კონტრტერორისტული ოპერაციისას დაღუპულ კაპიტანს 9 დეკემბერს 43 წელი შეუსრულდებოდა.

ივანე გოლაშვილს მეუღლეს, თამუნა ხელაიას და შვილებს - მარიამს და გიორგის პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთან ერთად უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას ივანე გოლაშვილის მიერ გამოჩენილ თავდადებას და განაცხადა, რომ ასეთი გმირებით მთელი საქართველო ამაყობს.

“ვანო გოლაშვილი სიმამაცისა და თავდადების სიმბოლოა. როგორც თქვენი ოჯახი, ისევე, როგორც მარიამი და გიორგი მთელი ცხოვრება იამაყებენ მამის გმირობით, ასევე ამაყობს თითოეული ქართველი. სწორედ ვანოსნაირ ადამიანებზე დგას ქართული სახელმწიფო“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ტერორიზმთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისთვის ივანე გოლაშვილი პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტს 2018 წლის პირველ აგვისტოს წარუდგინა.

სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, გარდაცვალების შემდეგ ასევე დაჯილდოებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით - „მამაცობისთვის“.

იხილეთ ვიდეო: გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა