თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ევროკავშირმა პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში 2018” გასცა

მეორე წელია, რაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს “ადამიანის უფლებები კინოში”.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, აღნიშნული პრიზი დაწესდა ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. გამარჯვებული ფილმი, “გოგონა”, რომლის რეჟისორია ლუკას დონტი, შეირჩა ადამიანის უფლებების თემაზე წარმოდგენილი შვიდი ფილმიდან. ჟიურიში წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებათა დამცველი (Human Rights Watch), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ცნობილი ქართველი კინოკრიტიკოსი. ევროკავშირის მიერ დაწესებული პრიზის, “ადამიანის უფლებები კინოში” გადაცემისას, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა პატივისცემა ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა.

“ევროკავშირი სიამაყით გადასცემს კიდევ ერთ, ევროკავშირის პრიზს “ადამიანის უფლებები კინოში” თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე. ადამიანის უფლებათა პატივისცემა ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა. ნება მომეცით, მივულოცო ამ წლის გამარჯვებულ ფილმს, “გოგონა”-ს, ადამიანის უფლებების არსებული თემის და ნამდვილი პირადი ამბის ნათლად წარმოჩენისათვის”, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ფილმზე მომუშავე ჯგუფის სახელით, პრიზი მიიღო გამარჯვებული ფილმი “გოგონა”-ს თანაავტორმა, ანჯელო ტისენსმა.

“ჩვენ გაგვიმართლა, რომ შევძელით გადაგვეღო ფილმი ერთი ტრანსგენდერი გოგონას შესახებ. ბევრ ადამიანს მსოფლიოში, რომელიც განსხვავებულია ან განსხვავებულად ფიქრობს, დევნიან ან უარეს პირობებს უქმნიან. კინემატოგრაფია თანაგრძნობის გამოხატვის კარგი საშუალებაა, რაც ეხმარება ადამიანებს გაუგონ სხვას, ვინც არ არის “მათი მსგავსი”, - განაცხადა ტისენსმა.

ყოველი წლის 10 დეკემბერს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება ადამიანის უფლებათა დღე იმ დღის სამახსოვროდ, როდესაც 1948 წელს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. ადამიანის უფლებათა დღის 2018 წლის სლოგანია: “ხმას ვიმაღლებ ადამიანის უფლებების დასაცავად”, რომელიც ეფუძნება მოქმედებისკენ მოწოდებას “standup4humanrights”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა