ანონსი 10 დეკემბერი

ანონსი

10 დეკემბერი

10 დეკემბერს, 09:00 საათზე, იუსტიციის სახლის წინ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის წინაააღმდეგ, აქცია გაიმართება.

10 დეკემბერს, 09:45 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ახალ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ წარადგენს.

საკონტაქტო პირი: გვანცა ასათიანი 591 51 73 71

10 დეკემბერს, 10:00 საათზე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობას შეაფასებს და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრებს.

მის: თბილისი, კახიძის #15

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, "Sky Hall"- ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია „Showcase - საქართველო შემოქმედებით ევროპაში“.

ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, „შემოქმედებითი ევროპის” დესკის ხელმძღვანელი ქეთევან შენგელია და დესკის თანამშრომლები.

მის.: მერაბ ალექსიძის ქ. N12

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ნარკოლოგ თათა ასათიანის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მკვლელი ნარკოტიკი საქართველოში: რა არის სინთეზური ოპიოიდი – ფენტანილი და რა სიმპტომები ვლინდება მისი მიღების შედეგად. რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ფენტანილით ინტოქსიკაციის შემთხვევაში - რეკომენდაციები. ე.წ. კლუბურ ნარკოტიკთან დაკავშირებული საფრთხეები.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ინფორმაცია: 593 53 45 24

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ევროკავშირის, გაერო-ს და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულს გახსნიან, რომელიც წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებას დაესწრება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: საშიში საახალწლო პერიოდი ცხოველთა წამებისთვის - საახალწლო პიროტექტიკის გამოყენება ცხოველთა წამების იარაღად, ფაქტები და გაფრთხილება მოსახლეობას. 10 დეკემბერი - ცხოველთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. კერძოდ - საქართველოში არსებული რეალობა და ახალი კანონმდებლობა.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19.(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599 72 65 65

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ #1 საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება სადისკუსიო პლატფორმის შეხვედრა, სადაც თბილისის მერიის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ექსპერტები და სტუდენტები განიხილავენ თბილისში არსებულ პრობლემურ გარემოსდაცვით საკითხებს და მათ შორის ძირითადი აქცენტები თბილისის ურბანულ ბიომრავალფეროვნებაზე გაკეთდება.

მის: თავისუფლების მოედანი № 4

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, გაერთიანეული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართება.

თემა: წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ოპონენტებზე განხორციელებული ძალადობრივი დანაშაულებრივი ფაქტები. მათ შორის ქალთა და მცირეწლოვან ბავშვთა უფლებების დარღვევა, ასევე განსხვავებული სქესის გამო აშკარა დისკრიმინაციული შემთხვევები.

მის: ჭავჭავაძის 29

საკონტაქტო პირი: თამარა ჯინჭარაძე 551 66 25 25

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

10 დეკემბერს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრის გია გაჩეჩილაძის პრესკონფერნეცია გაიმართება.

თემა: უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება; პრეზიდენტის ინაუგურაცია და ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია; მიმდინარე პორცესები .

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ინფორმაცია: 593 53 45 24

10 დეკემბერს, 11:30 საათზე, „ქართული მარშის“ წარმომადგენლები „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: მოთხოვნა, რომელიც მმართველმა ძალამ არ შეასრულა - სად და როდიდან გაიხსნება „კარვების ქალაქი“; „ქართული მარშის“ ახალი სტრატეგია; ვადამდელი არჩევნები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599 72 65 65

10 დეკემბერს, 12:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 დეკემბერს, 12:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

10 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

10 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მერიასთან, ე.წ. თერგის ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქე, გიორგი ლომაძე, მეუღლესთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად აქციას გამართავს. იგი კახა კალაძესთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობას დაიწყებს. საკონტაქტო ნომერი: 598 555 445

10 დეკემბერს, 13:30 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

10 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენციას - „პარლამენტის საზედამხედველო როლი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე: ახალი მარეგულირებელი ჩარჩო და საუკეთესო პრაქტიკა“ გახსნის და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

მის: თბილისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

10 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

10 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი სკოლებში საპილოტე საგანთან “თავდაცვა და უსაფრთხოება“ დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.

მის: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენერალ კვინიტაძის 20.

10 დეკემბერს,15:00 საათზე, პროტესტის დაწყებიდან მე-7 დღეს, უკანონოდ დაკავებული სტუდენტის გუკა ბაძაღუას მეგობრები და მხარდამჭერები სახელმწიფო კანცელარიის ეზოში მათ მიერ განთავსებული საკნის აღებას და სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავენ.

10 დეკემბერს, 16:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 დეკემბერს, 16:00 საათზე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N534

10 დეკემბერს, 16:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

10 დეკემბერს, 16:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (აუდიტორია 201ბ) ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში სახალხო დამცველის აპარატთან ერთად მართავს საჯარო ღონისძიებას: ,,საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“.

საუბრებს ადამინის უფლებებზე გახსნის საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე. მოდერატორი იქნება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

საკონტაქტო ნომერი: 555 633543

10 დეკემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ,,რუმსში“ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და სიდას ინიციატივით, გაიმართება ღონისძიება, სადაც წამყვანი ბიზნეს კომპანიები იმსჯელებენ კერძო სექტორში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე და ხელს მოაწერენ ბიზნესში ქალთა გაძლიერების პრინციპებს.

საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი 599 51 22 15

10 დეკემბერს, 17:30 საათზე, მთაწმინდის პარკში „პარკ ვენიუ“-ში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღე" აღინიშნება.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მაოდგილე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, ქართული საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

მის: ქ. თბილისი; მთაწმინდის პარკი, ფუნიკულიორის ზემო პლატო "პარკ ვენიუ".

10 დეკემბერს, 18:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი (C კორპუსი, V სართული)

10 დეკემბერს, 19:00 საათზე ამერიკის სამხედრო კოლეჯი ციტადელი თანამშროლობის მემორანდუმს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან აფორმებს.

ღონისძიებას დაესრებიან: მთავრობის, კერძო სექტორის, ამერიკის საელჩოს, აშშ-ს სავაჭრო პალატის, ბიზნესა და მედიის წარმომადგენლები.

მის: ჭავჭავაძის #82;

კონტაქტი: +995 599 280 606 ნატა კიზივაძე

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა