გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის

საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს „ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის“ მადლობას უხდის. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს.

„ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი. როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

იხილეთ ვიდეო: გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს