სულხან სალაძის განცხადებით, საია იკვლევს, ხომ არ ჰქონდა პოლიტიკური წინაპირობა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, საია იკვლევს ხომ არ ჰქონდა პოლიტიკური წინაპირობა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს. მისი თქმით, ამ ეტაპზე რთულია საუბარი შეიძლება თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევას არჩევნებთან და წინასაარჩევნო მოვლენებთან კავშირი ჰქონოდა.

„ვერ ვისაუბრებ ოპოზიციის გამოხმაურებებზე, თუმცა, ბუნებრივია, ეს საკითხი წარმოადგენს ჩვენი ინტერესის საგანს. ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დაველოდებით შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მხრიდან სათანადო შეფასებებს და იმედს გამოვთქვამ, რომ შეფასებები იქნება რეალურად, ობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული და არა მხოლოდ ზეპირ შეფასებაზე. მეორე მხრივ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მოვიძიოთ მეტი ინფორმაცია, როგორც დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, რომ რეალურად, ამ სამწუხარო ფაქტს ხომ არ ჰქონდა ისეთი წინაპირობა, რაც შეიძლება განპირობებული ყოფილიყო გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. ამ ეტაპზე, რთულია საუბარი შეიძლება თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევას მათ შორის არჩევნებთან და წინასაარჩევნო მოვლენებთან კავშირი ჰქონოდა. ერთი მხრივ, იმედს ვიტოვებ, რომ გამოძიება შეძლებს სწორი პასუხების გაცემას ამ ნაწილში, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ შევეცდებით, უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ და ასეთი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, ცხადია, მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას”,- აღნიშნა სულხან სალაძემ.

შეკითხვაზე, საკანონმდებლო ორგანოში უნდა მივიდეს თუ არა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეკითხვების გასაცემად, სულხან სალაძემ უპასუხა, რომ თუ მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტში დაიბარებენ, რეგლამენტის თანახმად, ის ვალდებულია, გამოცხადდეს.

“რაც შეეხება განათლების მინისტრის პარლამენტში დაბარების საკითხს, ცხადია, ამას რეგლამენტი განსაზღვრავს, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა. ამასთან, მოქმედი რეგლამენტი განსაზღვრავს, როგორ და რა ფორმით ხდება მინისტრის თუ სხვა თანამდებობის პირის დაბარება პარლამენტში. ცხადია, თუ დაიბარებენ რეგლამენტის მიხედვით, ის ვალდებულია გამოცხადდეს , თუმცა არაერთი ფაქტი გვაქვს, როდესაც ჩინოვნიკები არ ცხადდებიან პარლამენტში. ამ ეტაპზე, მე თავს შევიკავებ რაიმე ტიპის შეფასებისაგან ვინაიდან, იმდენად მგრძნობიარე საკითხზე ვსაუბრობთ, რომ აუცილებელია, უფრო მეტი ინფორმაცია, აუცილებელია გადამოწმება. მათ შორის არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ამ სამწუხარო მოვლენის შესახებ. ამიტომ ახლა რაიმე ტიპის სპეკულაციებზე საუბარი ან წინასწარი დასკვნების გამოტანა, ვფიქრობ, არ იქნება მართებული”,- განაცხადა სალაძემ.

9 დეკემბერს ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას სკოლის დირექტორზე ზეწოლად აფასებდა.

იხილეთ ვიდეო: საია ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების საკითხს სწავლობს

ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2020
სოსო არჩვაძე - ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ  შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ
კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" მთავრობის მიერ შექმნილ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს
„სოკარმა“ STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა
ბაზისბანკის ვიდეობანკი ციფრული სერვისების გასააქტიურებლად
შპს "ფერიმ" და სს "დარიალი ენერჯიმ" კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს ნახევარი მილიონი ლარი გადაურიცხა
ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება