„ძალა ერთობაშიას" წევრები  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" წევრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელმა სამირა ისმაილოვამ განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს ბოლნისში განვითარებულ მოვლენებს. მისივე თქმით, დღეს აღნიშნულ საკითხზე რუსთავში, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

„ჩვენი მიზანი არის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გავაცნოთ კონკრეტული ინფორმაცია ბოლნისში განვითარებული მოვლენების შესახებ. პარლამენტარი გოგი მეშველიანი თავის „ზონდერ ჯგუფთან“ ერთად აღმოჩნდა სოფელ მოშოვანში, რათა ოპოზიციის კანდიდატს კიდევ ერთ უბანზე არ გაემარჯვა. უშუალოდ მეშველიანი იყო პირველი ვინც ნუკრი კაკალაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. ხელს გვიშლიდნენ საარჩევნო უბნამდე მისვლაში და ამ პროცესში ჩართული იყო საკრებულოს წევრები, მერი, პოლიციის უფროსი. პოლიციის თანდასწრებით ცემდნენ ადამიანს, თუმცა სამართალდამცველებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. ზეწოლა იყო ჩემზე, ღამის 2 საათზე მემუქრებოდნენ კარის ჩამოღებით, რის გამოც ჩემმა სამი წლის შვილმა მიიღო ფსიქოლოგიური სტრესი",- განაცხადა ისმაილოვამ.

მისივე თქმით, მათი მოთხოვნაა ამ ფაქტზე ობიექტური გამოძიების ჩატარება.

„თავიდან გამოძიება დაიწყო შსს-მ, თუმცა უნდობლობა გამოვუცხადეთ, ამის შემდეგ საქმე გადაეცა საოლქო პროკურატურას", - განაცხადა ისმაილოვამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა