ხაშურის მუნიციპალიტეტში მდინარე სურამულა იწმინდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების - სატივეს, გომის და ხიდისყურის ტერიტორიაზე მდინარე სურამულას წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია მდინარის 15 კმ- იანი მონაკვეთის გაწმენდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე აკვირდებიან ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც, რათა პროექტით გაწერილი ვალდებულებები ზედმიწევნით იყოს შესრულებული.

„სრულდება მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი სამუშაოები. სატივე-გომი-ხიდისყურის ტერიტორიაზე გამავალი მდინარე სურამულა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას. იტბორებოდა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები. პროექტის განხორციელება უმნიშნველოვანესია კატასტროფის რისკის მართვის და შესაძლო სტიქიის პრევენციისთვის“, -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულებისაა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა