გიგლა ბარამიძე - ხელისუფლება, რომელიც მორჩილად ეგუება აფხაზეთში სირიელების დასახლების პროცესს, სამარცხვინოა და უნდა წავიდეს

„დემოკრატიული მოძრაობის“ პარტიის წევრები, იუსტიციის სახლთან არსებულ აქციას უერთდებიან და საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად სცნო.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების დასრულებისთანავე მიწების უცხოელებზე გაყიდვას ისევ მწვანე შუქი აუნთო.

„პირად კომფორტს , კეთილდღეობას და გამდიდრებას გადაყოლილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მისი საკონსტიტუციო სასამართლო მორიგ ვირეშმაკობას ჩადის. დასრულდა არჩევნები და კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე , საკონსტიტუციო სასამართლომ ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისებას ისევ აუნთო მწვანე შუქი! ხელისუფლება , რომელიც მზადაა ბიუჯეტის " შევსების" მიზნით ჯერ ნარკოტიკები ( მსუბუქი) დააკანონოს , შემდეგ კი ერის საგანძური, მიწები მიყიდოს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, სამარცხვინოა. ხელისუფლება, რომელსაც არც კი ახსენდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მორჩილად ეგუება აფხაზეთში სირიელების დასახლების პროცესს, სამარცხვინოა და უნდა წავიდეს. „დემოკრატიული მოძრაობა“ მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას-ეროვნულ ძალებს გაერთიანებისკენ. წინ აღვუდგეთ ყოველგვარ ანტიეროვნულ, არასახელმწიფოებრივ ქმედებებს“,- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა