„ბახალას“ ადვოკატი - გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს

საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი გიორგანაშვილს რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ე.წ. რეანომობილთან ან იქ ნაპოვნ ნარკოტიკულ საშუალებებთან, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ორგანიზების საქმეზე ბრალდებულ "ბახალას" ადვოკატმა შოთა კახიძემ განუცხადა.

როგორც კახიძე განმარტავს, ნარკოტიკული საშუალება, რომლის შემოტანაზეც გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია, მას ჩაუდეს. მისივე განცხადებით, შემდეგ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე მათ მთავარ მოწმეს, ჯაბა ხულორდავას დაკითხავს.

"დღევანდელ სხდომაზე გამოვიკვლიეთ ე.წ. რეანომობილიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, გამოვიკვლიეთ ჯაბა ხულორდავას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ასევე მიგვაჩნია, რომ ჩადებულია.

გამოვიკვლიეთ ასევე წერილობითი მტკიცებულებები, დღევანდელ სხდომაზე მოწმის დაკითხვა არ მომხდარა.

მომდევნო სხდომაზე პროკურატურა დიდი ალბათობით, დაკითხავს ე.წ. მის ოქროს მოწმეს ჯაბა ხულორდავას. მისი დაკითხვა დაცვის მხარისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მისი მისამართით კონკრეტული კითხვები გაგვაჩნია. ასევე, როგორც ვიცი, შემდეგ პროცესზე პროკურორი მისი მტკიცებულებების წარმოდგენას ამოწურავს და დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადავალთ.

მიგვაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი გიორგანაშვილს რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ე.წ. რეანომობილთან ან იქ ნაპოვნ ნარკოტიკულ საშუალებებთან.

ასევე, იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ის უკვე მსჯავრდებულია, მოხდა ნარკოტიკული საშუალებების ჩადება. ასევე, გამოკვლეული მტკიცებულებებით იკვეთება, რომ ჯაბა ხულორდავას მიმართაც მოხდა ნარკოტიკული საშუალებების ჩადება", - აცხადებს კახიძე.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ ბახალას შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი გიორგანაშვილს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა