„ლიბერთიმ“ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის გამარჯვებული  მასწავლებლები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მაიკროსოფტისა და „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, მეხუთე საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლიბერთი ბანკიდან“ აცნობეს, კონფერენციის მიზანი სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბება და განვითარება იყო.

მათი ინფორმაციით, კონფერენციაში დარგის ექსპერტები, ტრენერები, ასევე სკოლების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აქტიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისა და საქართველოში ციფრული კულტურის დამკვიდრების მიმართულებით.

,,მეხუთე წელია, რაც საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის სპონსორები ვართ და წელსაც ვაგრძელებთ ზოგადი განათლების განვითარების მხარდაჭერას. ამ კონფერენციის მიზანი მასწავლებლებს შორის ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური იდეების ურთიერთგაზიარებაა. ლიბერთის რჩეულები წელსაც ის პედაგოგები გახდნენ, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს,”- განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით ვერულაშვილმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნშნული, ხარისხიანი განათლებისა და პედაგოგების ხელშეწყობის მიზნით, ,„ლიბერთი“ არაერთ საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული, მათ შორის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სხვადასხვა კონფერენციები და კონკურსები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა