გია ვოლსკი - ცვლილებების და სკანდალური თემების მაძიებლები უფრო ბევრნი არიან, ვიდრე ანალიტიკოსები

მე ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებების და სკანდალური თემების მაძიებლები უფრო ბევრნი არიან, ვიდრე ანალიტიკოსები, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, ხელისუფლებაში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.

ვოლსკის განმარტებით, ინაუგურაციის შემდეგ, როცა აქტიურ ფაზაში შევა საქმიანობა მომავალი წლის ბიუჯეტის ასათვისებლად, გაცილებით მეტი იქნება შესაბამის საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია, თუ ეს საჭირო იქნა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებების და სკანდალური თემების მაძიებლები უფრო ბევრნი არიან, ვიდრე ანალიტიკოსები ამ თემის. პრემიერმა ძალიან ფართოდ და კარგად განმარტა სიტუაცია. ჩვენ ხალხს უნდა წარმოვუდგინოთ სტრატეგიული მიმართულებით გეგმები და კონკრეტული საქმეები, რამაც საქართველოს სტაბილურობა და განვითარება უნდა შეუნარჩუნოს. ვინ როგორ მოერგება ამ ახალ შეთავაზებებს, ეს არის მეორეხარისხოვანი საკითხი ჯერჯერობით, თუმცა თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე რასაკვირველია, პირველთაგანი გახდება, როგორც კი ამ ძირითად თემაზე გვექნება შეთანხმება - ანუ რას ვთავაზობთ საზოგადოებას, განვითარების რა მიმართულებებს ვთავაზობთ. ამის შემდეგ გახდება უკვე მნიშვნელოვანი, თუ ვინ უნდა აღასრულოს ეს ყველაფერი. დღეს პრემიერმა დიდ ნაწილზე ისაუბრა, თუმცა არა სრულად. ინაუგურაციის შემდეგ, როცა აქტიურ ფაზაში შევა საქმიანობა მომავალი წლის ბიუჯეტის ასათვისებლად, გაცილებით მეტი იქნება შესაბამის საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია, თუ ეს საჭირო იქნა. დაველოდოთ და საქმიანად მივუდგეთ ამ საკითხს. საკმაოდ პროფესიონალურად და კარგად ჩამოაყალიბა პრემიერმა, რომ საზოგადოებას ვთავაზობთ მიმართულებებს, კონკრეტულ ხედვებს და ამის შემდეგ უნდა მოხდეს შესაბამისობაში მოყვანა, თუ რა საკადრო რესურსით ვაპირებთ ამის განხორციელებას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა