მარნეული გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის ცენტრის" ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ღონისძიება ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში, გაიმართა აქცია სახელწოდებით „არა ძალადობას“.

„აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ნარინჯისფერი ბუშტები გაუშვეს, რომლითაც სოლიდარობა გამოხატეს ძალადობის მსხვერლი ქალების მიმართ და დაგმეს მათ წინააღმდეგ განხორციელებული ყოველგვარი ძალადობა. ღონისძიების ფარგლებში, კულტურის სახლის ფოიეში, ასევე მოეწყო თემატური ვიდეოს პრეზენტაციაც, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნეს კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მარნეულის მერიის ცნობით, ღონისძიებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრები, იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი, მარნეულის ქალთა ოთახის მენეჯერი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია