ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდის გაუქმება არ იგეგმება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდის გაუქმება არ იგეგმება. თუმცა როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მსჯელობა მიმდინარეობს იმაზე, თუ ზოგადად როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სარეზერვო ფონდები.

„ამ ეტაპზე არაფერი მსგავსი არ იგეგმება. მიმდინარეობს იმაზე საუბარი და მსჯელობა თუ როგორ და რა სახით უნდა დარჩეს ზოგადად სარეზერვო ფონდები",- განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებას, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეს განპირობებულია იმ უფლებამოსილებით, რაც ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს ექნება.

„ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილება შემცირდა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ უფლებების ადეკვატური ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ამ ეტაპზე ჩაითვალა საჭიროდ, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ამ სახით როგორც არის, არ უნდა არსებობდეს. კონსულტაციები გაგრძელდება და საბოლოო ჯამში რა სახით ჩამოყალიბდება დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია. მე როგორც ვიცი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც აღიარებს, რომ სარეზერვო ფონდი ამ სახით არ უნდა იყოს",- აღნიშნა მაჭავარიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა