თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სკოლაში საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ დანერგვის მიზანი განმარტა

„პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება თავდაცვის სისტემებზე, საქართველოს თავდაცვის ძალებზე და სამოქალაქო უსაფრთხოებაზე, ასევე პრაქტიკული უნარების შეძენაზე და ასევე, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სკოლაში სწავლების საკითხს მიეძღვნა.

„ბოლო დროს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია საგნის „თავდაცვა და უსართხოება“ სკოლაში სწავლების საკითხმა. მინდა მოგახსენოთ რომ, სასწავლო მასალის დახვეწაზე ერთობლივად მუშაობს თავდაცვის სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. სასწავლო პროცესში გამოსაყენებლი მასალა მუშავდება ელექტრონული ფორმით და დასრულების შემდეგ, რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გადაეგზავნება. ამის შემდეგ სასწავლო მასალა ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გელაშვილმა სკოლაში საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ დანერგვის მიზანი განმარტა.

„პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება თავდაცვის სისტემებზე, საქართველოს თავდაცვის ძალებზე და სამოქალაქო უსაფრთხოებაზე, ასევე პრაქტიკული უნარების შეძენაზე და ასევე, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა. საგანს „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე რეჟიმში შერჩეულ სკოლებში სამხედრო გამოცდილების მქონე პირები წაიკითხავენ, რომელთაც გავლილი ექნებათ მასწავლებელთა მომზადების შესაბამისი კურსი,“ – აღნიშნა გელაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ მიმართა მედიას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ.

„ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას საშუალება ექნება სასწავლო მასალის ელექტრონულ ვერსიასთან დაკავშირებით მოგვაწოდონ თავიანთი რეკომენდაციები როგორც პილოტირების დაწყებამდე, ასევე პილოტირების პროცესში სასწავლო მასალის დახვეწის მიზნით,“ – აღნიშნა გელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა