ია მეტრეველი  - მათ არ ჰყოფნით არც ადამიანობა და არც კაცობა, რომ სიმართლე თქვან ერთხელ და სამუდამოდ

დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ისევ სიცრუე. მათ არ ჰყოფნით არც ადამიანობა და არც კაცობა, რომ სიმართლე თქვან ერთხელ და სამუდამოდ და ის ცოდვა შეიმსუბუქონ, რაც ჩადენილი აქვთ, მაგრამ დღეს კიდევ უფრო უარესი მოხდა, - ასე გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარმოთქმულ დასკვნით სიტყვას.

როგორც მეტრეველი აცხადებს, ბრალდებულებს საქმის პოლიტიზირება და მოსამართლეზე გავლენის მოხდენა უნდათ.

„მათ ნახევარი პროცესი დაუთმეს და ეს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს, უნდათ, რომ პოლიტიკური ელფერი მისცენ ამ საქმეს, ვითომ უდანაშაულოები არიან და მათი დევნა მიმდინარეობს. ეს რა თქმა უნდა, სრული სიცრუეა. 82-ზე მეტი მოწმე არსებობს, რომელიც მათ დანაშაულს ადასტურებს.

მოსამართლეზე ფაქტობრივად გავლენას ცდილობენ, რომ მას თავისი პირადი აზრი შეაცვლევინონ, რაშიც ისინი ასე ტყუიან. იმედს ვიტოვებ, მოსამართლე სამართლიანი იქნება და სამართლიან განაჩენს გამოიტანს“, - აცხადებს მეტრეველი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა