ირაკლი კობახიძე - როგორც მოგებას, ასევე წაგებასაც სჭირდება ღირსეული შეხვედრა, მე აქეთკენ მოვუწოდებ ოპოზიციას

როგორც მოგებას სჭირდება ღირსეული შეხვედრა, ასევე წაგებასაც სჭირდება ღირსეული შეხვედრა, მე აქეთკენ მოვუწოდებ ოპოზიციას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა ოპოზიციის პოზიციას, რომლებმაც არ იციან დაესწრებიან თუ არა ინაუგურაციას.

„ოპოზიციას რაც შეეხება, მათ უნდა იმოქმედონ პრაგმატულად და რაციონალურად, ეს არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც მოგებას სჭირდება ღირსეული შეხვედრა, ასევე წაგებასაც სჭირდება ღირსეული შეხვედრა. მე მათ აქეთკენ მოვუწოდებ. ცოტა რთული იქნება ეს მათთვის მათი სულიდან და ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აქეთკენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა