ნუკრი ქანთარია - პური ზოგან გაძვირდა, ზოგან - არა - თავისუფალი ბაზრის პირობებში ეს მეტ-ნაკლებად მოსალოდნელია

„პური ზოგან გაძვირდა, ზოგან - არა. თავისუფალი ბაზრის პირობებში ეს მეტ-ნაკლებად მოსალოდნელია ხოლმე,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პურზე ფასი ამაზე მეტად არ აიწევს.

„პური ზოგან გაძვირდა, ზოგან - არა. ფასი ყველგან ერთიანი არ არის. შემდგომში, შესაძლოა, რომ ისევ დაიწიოს. ყოველ შემთხვევაში ფასი ამაზე მეტი არ იქნება. თავისუფალი ბაზრის პირობებში ეს მეტ-ნაკლებად მოსალოდნელია ხოლმე. მხოლოდ დიქტატორულ, ტირანიის ქვეყანაში შეიძლება დაიბარო მინისტრები და უთხრა - ადექი, რაც გინდა გააკეთე, თუ არადა მოგაჭრი თავს. დარბის მერე მინისტრი, ის სხვას აჭრის თავს და პურის ფასი არ იცვლება. მგონი ეს სიტუაცია არ გვაქვს ჩვენ და კარგია, რომ არ გვაქვს. არც ის არის სამართლიანი, რომ წონაში მოატყუო ვინმე და ვითომ ფასი შენარჩუნდა. რადგან თქვა პრემიერმა, პურზე ფასის მომატების მიზეზს, ალბათ, გამოიძიებენ. ვფიქრობ, ეს დროებითი ამბავია,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

იხილეთ ვიდეო: "პური ზოგან გაძვირდა, ზოგან არა - თავისუფალი ბაზრის პირობებში ეს მეტ-ნაკლებად მოსალოდნელია" - ნუკრი ქანთარია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა