სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს, დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, გამრეკელის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის და ნადირაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერისთავის, მექანიზაციის, მაგნიტოგორსკის და ცოტნე დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის, ათონელის, ვეკუას და მტკვრის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, საქნავთობის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ბაქრაძის და ვანის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა