აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში შექმნილ ვითარებაზე  რეზოლუციას მიიღებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ რეზოლუციას მიიღებს, - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა ლაშა ტუღუშმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ, რიგით მე-10 შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ფორუმი სამდღიანია და ეძღვნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას.

„ძალიან ბევრი სტუმარია ჩამოსული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. ისინი იმსჯელებენ იმ პრობლემებზე, რაც მათ ქვეყნებში არის. მივიღებთ სამ რეზოლუციას, ერთ-ერთი ეხება უკრაინასა და საქართველოში არსებულ აგრესიას. ძალიან მკვეთრი და მწვავე რეზოლუცია არის. ჩვენ ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს, მათ შორის არიან ოფიციალური წარმომადგენლებიც. აქ მთავარია ევროპული კონტექსტი, რადგან ქვეყნები ცდილობენ ინტეგრაციაში წვლილი შეიტანონ და ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოება არის ძალიან აქტიური. ჩვენი მიზანი არის ევროკავშირის წევრობა და სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეყნებში ამას აცნობიერებს, შესაბამისად, ამ პროცესში მათი წვლილი ძალიან დიდია. ასევე მივიღებთ ორ რეზოლუციას, მათგან ერთი ეხება მოლდოვაში შექმნილ ვითარებას. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე. მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთმა ქვეყანამ 100 წლის წინ გამოაცხადა დამოუკიდებლობა“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა