მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგი გამართეს

„სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დასანერგად გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ცენტრის დირექტორის მოადგილემ გარემოს დაცვის სფეროში მომავალი თაობების სწორი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ტრენინგის მონაწილეებს გარემოსდაცვით აქტივობებში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენს გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

როგორც ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, ერთ სახელმძღვანელოში თავმოყრილი გარემოსდაცვითი აქტივობები მათ გაცილებით გაუადვილებთ სწავლების პროცესს და მაქსიმალურად შეეცდებიან ტრენინგზე მიღებული ინფორმაციისა და მიწოდებული მასალის საკუთარ აღსაზრდელებთან გამოყენებას.

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთისა და გურიის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია