ირაკლი ნადირაძე - „ქამრების შემოჭერის“ ნაცვლად, მერიამ 7 მლნ ლარით გაზარდა სახელფასო ფონდი ფულადი ჯილდოებისთვის, რესტორნების და მივლინებების ხარჯები

ფაქტობრივად, დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდა მხოლოდ და მხოლოდ ბიუროკრატიას შეეხო და სხვას არავის, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მერიამ საკრებულოში 10 დეკემბერს შეიტანა.

ნადირაძის თქმით, ქვეყანაში კატასტროფულად არის გაძვირებული ყველაფერი და გუშინ ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას პური გაუძვირეს.

„იმის ნაცვლად, რომ მერიას „ქამრები შემოეჭირა“ და შეემცირებინა ბიუროკრატია, მათ კიდევ 7 მლნ ლარით გაზარდეს სახელფასო ფონდი ფულადი ჯილდოებისთვის. ასევე თავიანთი მივლინებების, რესტორნების, მანქანების მომსახურების ხარჯები, მათ ასევე გაზარდეს სარეკლამო ხარჯები იმ ფონზე, როდესაც მაგალითად შეამცირეს ავარიული კორპუსების დაფინანსება. ეს ბიუჯეტი ისევ და ისევ მორგებულია მაღალჩინოსნების ფუფუნებაზე, მათ კარგად ყოფნაზე, მათ კეთილდღეობაზე და არაფერი საერთო არ აქვს ამას თბილისელების კეთილდღეობასთან და პრობლემების მოგვარებასთან. ბიუჯეტის ზრდა 10 მილიონი რაც არის, ამ 10 მილიონიდან ფაქტობრივად, 7 მილიონი ეხება ბიუროკრატიას, მათ ფულად ჯილდოებს, სარესტორნო და მანქანების ხარჯებს, დანარჩენი ზრდა არის რეკლამების ხარჯის ზრდა", - განაცხადა ნადირაძემ.

თბილისის მერიამ 10 დეკემბერს, საკრებულოში დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შეიტანა. ბიუჯეტი პირველ ვარიანტთან შედარებით 56 000 000 ლარითაა გაზრდილი და ჯამში 927 631 500 ლარს შეადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა