თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

EMC-ის შეფასებით, საქმეზე მიმდინარე გამოძიება ამ დრომდე არ აკმაყოფილებს დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს და არსებითად ფორმალურ ხასიათს ატარებს.

როგორც ჟურნალისტებს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განუცხადა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე იყო განხილული, ძალის გადამეტების საქმეს შეეხებოდა.

"ეს მიმდინარე საქმეა, რომელზეც რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმაც ისაუბრა. ეს საქმე ჩვენთვის დახურულია. ადვოკატებს ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ ამ საქმეს. ჩვენ მოვისმინეთ მათი პოზიცია იმ საკითხებზე, რომლებიც, მათი აზრით, უფლებადარღვევას წარმოადგენს. სახალხო დამცველის აპარატი ცდილობს პროკურატურასთან კომუნიკაციის გზით და ადვოკატებთან მუშაობის შედეგად ამ საქმეზე ინფორმაცია მოვიპოვოთ, რათა შემდეგ საკუთარი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ",- განაცხადა ბურჯანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა