დიმიტრი მედოევი - ჟენევის დისკუსიის მთავარი ამოცანა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავებაა

საერთაშორისო არენაზე სამხრეთ ოსეთი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით სრულმასშტაბიანი სამუშაოსთვის მზაობას აჩვენებს, რაც ჟენევის დისკუსიების მთავარი მიზანია, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია პირველი რაუნდიდან უცვლელია. ჟენევის დისკუსიებმა ხელი უნდა შეუწყონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ისეთი პირობების შემუშავებას, რამაც შეუძლებელი უნდა გახადოს საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში აგრესიის გამეორება. ჟენევის დისკუსიის მთავარი ამოცანა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავებაა“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

მან ასევე სინანულით აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ ეს პოზიცია ჟენევაში უგულებელყოფილია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს