გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს მთის რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს მთის რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს.როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიების დასრულების შემდეგ განუცხადა, საქართველოს აქვს მესაქონლეობის განვითარების პერსპექტივები, ასევე შეუძლია აწამოოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომლის წარმოებაც მთაში გაცილებით მარტივია.

„მთიანი რეგიონების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია იმ ეკონომიკური საქმიანობის განვითარება,რაც დიდწილად უკავშირდება სოფლის მეურნეობის განვითარებას. ძირითადად, ჩვენ გვაქვს მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები. ასევე განსაკუთრებით მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება, ეს არის ეკოპროდუქტები, ორგანული მაღალი ხარისხის პროდუქტები, რომელიც მთაში შეიძლება უფრო ადვილად იწარმოებოდეს. სპეციალური ხარისხის ნიშნებით, სპეციალური მექანიზმებით ჩვენ ვეცდებით ასეთი პროდუქტების წახალისებას. ასევე, მთიან რეგიონებში ხშირად შეზღუდულია სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომა, მაგრამ გვაქვს ისეთი ეკოლოგიური რესურსები, რაც მოგვცემს ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას. ასევე გვაქვს დაცული ტერიტორიები, სადაც ვავითარებთ ადმინისტრაციებს, რათა გავაჩინოთ ტურისტული მომსახურების საშუალებები. გვექნება საგრანტო პროექტები, როგორც ტყის არამერქნული გადამუშვების კუთხით, ასევე ტყის მერქნული ნაწილის, ხის მასალის გამოყენების და სპეციალური ნაკეთობების წარმოების, ასევე სასტუმრო სახლების და ტურისტული მომსახურების გაჩენის კუთხით",- განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან რეგიონების განვითარებისთვის დაფინანსებაც გაიზრდება.

„ჩვენ კიდევ უფრო ვზრდით დაფინანსებას მომავალი წლისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ უფრო მეტი მიმართულება უნდა დაფინანსდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს კარგად დაგეგმილი, რომ ეფექტი იყოს შესაბამისი და ხარჯვის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, სწორი და კანონმდებლობის შესაბამისი. სწორედ ამისთვის არის საჭირო, მომზადებული იყოს თითოეული სამინისტრო, რომელიც ამ ფონდების გახარჯვაში მონაწილეობს. ჩემი სამინისტროს ნაწილში გეტყვით, რომ რა ინიციატივებიც დავასახელეთ, ამ მიმართულებებში მზად ვიქნებით. ამაზე 2019 წელს ვისაუბრებთ და პრეზენტაციებიც გვექნება. ეს იქნება სრულიად ახალი ინიციატივები, რაც მთის რეგიონებს განვითარებაში დაეხმარება",- განაცხადა დავითაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.02.2020
არმაზ ახვლედიანი -  უგუნური, დანაშაულებრივი ქმედებებით ივანიშვილი პროვოცირებას უკეთებს მოვლენების ყველაზე არასასურველი სცენარით განვითარებას
"ევრონიუსის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ პიტერსმა ქართულ მედიას "ევრონიუს საქართველოს" მთავარი რედაქტორი წარუდგინა
კომპანია Domson’s Engineering & Construction-მა Forbes Georgia-ს 2019 წლის დაჯილდოებაზე Property-ს ჯილდო მოიპოვა
ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა სწრაფად და იაფად იქნება შესაძლებელი
Galaxy S20, S20+ და S20 Ultra-ს წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
„მაკდონალდს საქართველო“ ირჩევს HAVI-ს, როგორც სანდო ლოგისტიკურ პარტნიორს