გრიგოლ ვაშაძე სოფელ ატოცში - პირველი შემთხვევაა, როდესაც ოკუპაციის ხაზის გადმოწევის მცდელობა სამოქალაქო საზოგადოებამ გააჩერა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თანაგუნდელებთან ერთად სოფელ ატოცში იმყოფებოდა და შექმნილი ვითარება ადგილზე შეაფასა. როგორც გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დეოკუპაცია საქართველოს თითოეული მოქალაქის საქმეა.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც ოკუპაციის ხაზის გადმოწევის მცდელობა არის გაჩერებული და ეს გააჩერა სამოქალაქო საზოგადოებამ - დავით ქაცარავას ორგანიზაციამ და გულანთებულმა პატრიოტებმა. დეოკუპაცია, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ამ ორგანიზაციის საქმე, ჩვენი ყველას საქმეა. რადგან რუსული მანქანა გააჩერეს, ე.ი. ეს შესაძლებელი ყოფილა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ატოცში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჩავიდა

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება