ზაზა გაბუნიამ რეინჯერ სალომე იდოიძეს „მთის შვილის" წოდება გადასცა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თუშეთის ტყის რეინჯერს სალომე იდოიძეს "მთის შვილის" წოდება გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

„დღეს სრულიად განსაკუთრებული დღეა, რადგან მთა იყო და ყოველთვის დარჩება აზრების და ემოციების წყაროდ, მთა ყოველთვის იქნება განსაკუთრებული სიამაყის საგანი ქართველისთვის. მე მინდა მივესალმო იმ გზავნილებს, რაც მთის მხარდაჭერის საკითხებზე პრემიერისგან და სხვა გამომსვლელების მიერ გაკეთდა. საქართველოს პარლამენტი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი იქნება აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკის შემუშავებაში, რაც დაკავშირებულია მათ შორის საკანონმდებლო საქმიანობასთან. მე დღეს დიდი პატივი მხვდა წილად, რადგან უნდა დავაჯილდოვო ადამიანი, რომელიც იცავს თუშეთის ტყეს - ვფიქრობ ამით ყველაფერია ნათქვამი. ნებისმიერ ამინდში ის ყოველი დილის რვა საათზე იწყებს მუშაობას. 1400 ჰექტარამდე ტერიტორია აბარია და 10 კმ-მდე მანძილის გავლა უწევს ყოველდღიურად. მსურს ამისთვის თქვენთან ერთად დიდი მადლობა ვუთხრა სალომე იდოიძეს და გადავცე "მთის შვილის" წოდება",- განაცხადა გაბუნიამ.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარები, მინისტრები, ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი