სოფიო ქაცარავა - ეს არის კარგი შესაძლებლობა სტუდენტებმა მიიღონ მონაწილეობა მსგავს კონკურსებში და გაგვიზიარონ საკუთარი ხედვა მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ

ბულგარეთის საელჩოს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს, ინიციტივით გამოცხადებული ესეების კონკურსის თემაზე „ნატო-საქართველო, არსებული გამოწვევები და 2018 წლის ბრიუსელის სამიტი“ გამარჯვებულები დღეს გამოვლინდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ჩართული იყო კონკურსის მიმდინარეობის პროცესში და გამარჯვებული ესეების ავტორების გამოვლენაში.

სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვას და მის გუნდს კონკურსისთვის, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდა.

„ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებმა მიიღონ მონაწილეობა მსგავს კონკურსში და იმსჯელონ ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ, გაგვიზიარონ საკუთარი ხედვა და იგრძნონ თავი პოლიტიკური პროცესების განუყოფელ ნაწილად. მოხარული ვარ რომ ესეების კონკურსი იყო ნატოს შესახებ. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების წახალისება და მოტივირება ამ მიმართულებით.

მე ხშირი კომუნიკაცია მაქვს სტუდენტებთან, ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში და კონკურსებში, რადგან სწორედ ისინი არიან ქვეყნის მომავალი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. ვაფასებ საელჩოს ძალისხმევას ამ პროცესში, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს საქართველოში და მიმაჩნია, რომ ეს არის ყურადსაღები საქმე. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ესეების წაკითხვის დროს და მივხვდი, თუ რა დამოკიდებულებებია ახალგაზრდების მხრიდან ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, როგორ უდგებიან და აფასებენ პროცესებს“,- აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს და მონაწილეებს და მათ წარმატება უსურვა ყველა დასახული მიზნის მიღწევაში.

ესეების კონკურსის შედეგად კი გაიმარჯვა ირაკლი გაბიძაშვილმა, რომელიც სასწავლო ტურით სოფიაში გაემგზავრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა