სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე სროლასთან დაკავშირებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩო სტრასბურგში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

"სტრასბურგის ცენტრში (საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე) მომხდარი სროლის გათვალისწინებით საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს სტრასბურგში მყოფ პირებს დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე, თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისაგან და დაელოდონ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომ ინსტრუქციებს. ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა პირს რომელსაც ესაჭიროება დახმარება შეუძლია დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460",- ნათქვამია საქართველოს საელჩოს განაცხადებაში.

სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი, ხოლო 11 კი დაჭრილია.

იხილეთ ვიდეო: სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე სროლასთან დაკავშირებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა