გორში, გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე 1 135 236 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაო პროცესს გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა.

„პროექტი გოგებაშვილი ქუჩის მონაკვეთის (კახნიაშვილის ქუჩიდან 26 მაისის სანაპირომდე), საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მას სამშენებლო კომპანია შპს „შარას“ ახორციელებს.

მე-2 საჯარო სკოლასთან, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებიც მოეწყობა“, - ნათქვამია გორის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად