თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაცია მოხდება

თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაცია მოხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ესტონურმა კომპანიამ ანძის მოდერნიზაციის რამდენიმე პროექტი შეიმუშავა, ხოლო თბილისის მერიამ სპეციალისტებთან ერთად ორი აარჩია. კალაძის განმარტებით, ამ ორიდან ერთს მოსახლეობა ინტერნეტის მეშვეობით თავად შეარჩევს.

„მინდა ვისაუბრო სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტზე. ჩვენ ამაზე არჩევნების წინაც ვისაუბრეთ, დავამზადეთ ვიდეო-კლიპიც, თუ როგორ წარმოგვედგინა ამ პროექტის განხორციელება. გარდა მოდერნიზაციისა, ეს პროექტი ითვალისწინებს ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას, თავად კონცეფცია შეიმუშავა ესტონურმა კომპანიამ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, ეს არის „კოკო არქიტექსტი“, მას ძალიან ბევრი ამდაგვარი პროექტი აქვს განხორციელებული. მათ გადმოგზავნეს რამდენიმე ვერსია მერიაში, განხილული იქნა პროექტები და მოხდა შეჯერება. განხილვებში ჩართული იყო ჩვენი კულტურული საბჭო, ასევე სხავადასხვა სპეციალისტები, ისტორიის წარმომადგენლები, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და შედეგად ორი ვარიანტი არის წარმოდგენილი“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე ისაუბრა პროექტის ბიზნესსექტორისთვის წარდგენაზე.

„აქ მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ასევე არის შესაძლებლობა, მოეწყოს რესტორანი და ზემოდან შესაძლებელია იყოს გადმოსახედი, პანორამული, ძალიან ლამაზი სივრცეა. თუმცა აქ არის პროექტის ორი ვარიანტი. ერთ შემთხვევაში ე.წ. უსაფრთხოების უჯრედი განთავსებულია ასასვლელის შუა ნაწილში, მეორე შემთხვევაში კი ეს უჯრედი არის წინა ნაწილთან მიდგმული. ორივე პროექტს განვათავსებთ ინტერნეტ სივრცეში და გვაინტერესებს საზოგადოების აზრი, თუ რომელი პროექტი უფრო მოსაწონი იქნება და რომლის განხორციელება იქნება საინტერესო სამომავლოდ. ვიზიტორთა ცენტრი გათვლილი იქნება დაახლოებით 300 000 დაინტერესებულ პირზე. 75 მეტრის სიმაღლეზე იქნება ეს ობიექტი, შესაძლებლობა გვექნება დავასაქმოთ დაახლოებით 50 ადამიანი. პროექტის განხორციელება დაახლოებით 10 მლნ დაჯდება. ამ პროექტს და ასევე პროექტს, რომელზეც ვსაუბრობდი, მუხიანთან დაკავშირებით-„რადიოქალაქის“ მოწყობა, წარვუდგენთ ბიზნეს სექტორს, რომ დავაინტერესოთ და განახორციელოს ეს მნიშვნელოვანი პროექტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა