ჯეიმს აპატურაი - მჯერა, რომ მომავალ წელს ქართველი ხალხი იხილავს გაცილებით მეტ ნატო-ს საქართველოში

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თბილისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან პირველი შეხვედრა გამართა.

ჯეიმს აპატურაის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ბრიუსელში გამართული მინისტერიალის შედეგები, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან დაფიქსირდა ძლიერი გზავნილები ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„ჩემი ჩამოსვლის უმთავრესი მიზანია იმ პოზიტიური პოლიტიკური დინამიკის შენარჩუნება, რაც ნატო-სა და საქართველოს შორის არსებობს. აგრეთვე, ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გამართული ნატო-ს მინისტერიალის შედეგების შეჯამება და მომავალ წელს ერთობლივი სამოქმედო გეგმების განსაზღვრა. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სურვილსა და მოწოდებაზე, ამ გზაზე მიმდინარე რეფორმების გატარების თაობაზე და იმ კონტრიბუციებზე რასაც საქართველო გასწევს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად საკმაოდ ძლიერი განცხადებები გააკეთა“, – განაცხადა აპატურაიმ.

გენერალური მდივნის წარმომადგენლის განმარტებით, მინისტრთან განიხილეს ასევე ის გეგმები, რომელიც ორივე მხარემ უნდა განახორციელოს კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მჯერა, რომ მომავალ წელს ქართველი ხალხი იხილავს გაცილებით მეტ ნატო-ს საქართველოში უმაღლეს დონეზე. ამასთან, რა თქმა უნდა, აუცილებელია ვიმუშაოთ კონკრეტულ შედეგებზე, მაგალითად საქართველოში ეფექტური რეფორმების გატარებაზე და დემოკრატიული პროცესების განმტკიცებაზე“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეიმს აპატურაიმ.

გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვიზიტი თბილისში 12 დეკემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან. ჯეიმს აპატურაი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას წაიკითხავს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა