აკაკი ზოიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსალოდნელ ცვლილებებზე -  მგონი, ზედმეტ ღელვას აქვს ადგილი

მგონი, ზედმეტ ღელვას აქვს ადგილი, –ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსალოდნელ ცვლილებებს. მისი თქმით, საჯარო მოხელეობა უნდა იყოს პრესტიჟული და თანამდებობაზე პროფესიონალები უნდა მუშაობდნენ.

„იმიტომ დავუჭირე მხარი საჯარო სამსახურის რეფორმაზე კანონს, რომ საჯარო სამსახური უნდა მოეშვას დემონიზებას და საჯარო მოხელე უნდა იყოს პრესტიჟული, ასევე პრესტიჟული და პროგნოზირებადი უნდა იყოს ამ თანამდებობაზე მუშაობა, პროფესიონალებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ შესაბამის გზა. ნეპოტიზმს - არა, პროფესიონალებს - კი. ნებისმიერ შემთხვევაში, საჯარო სამსახურის რეფორმა ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს, შესაბამისად, არავითარ ვნებათაღელვას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, –განაცხადა აკაკი ზოიძემ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები უნდა გახდნენ.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, აღნიშნული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც მრავალი წელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ და უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ, აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა