ზაზა თავაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ქალაქ ვიურცბურგში ზაზა თავაძემ და ვიურცბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ოლაფ სოსნიტცამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ვიურცბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლას შორის. ამ თვალსაზრისით, იგეგმება მჭიდრო თანამშრომლობა საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობის მიმართულებით, ასევე, ერთობლივი კონფერენციების, ტრენინგების, საჯარო ლექციებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელებაში.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ დაგეგმილია ზაზა თავაძის შეხვედრა ვიურცბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებთან.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საჯარო ლექციას წაიკითხავს და გერმანელ სტუდენტებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებსა და საქმიანობას გააცნობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა