რომან კაკულია - არ დაუჭერს მხარს არანაირ ცვლილებას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით არსებულ მოცემულობას

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ არ დაუჭერს მხარს არანაირ ცვლილებას, რომელიც რადიკალურად დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საჯარო მოხელეების დანიშვნასთან მიმართებაში არსებულ მოცემულობას. მისი თქმით, საჯარო მოხელეთა დაცულობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

„ცხადია, არ უნდა იყოს მიღებული ორიგინალური და ისეთი გადაწყვეტილებები, რომლითაც გავაოცებთ საჯარო მოხელეებსაც და საზოგადოებასაც. უნდა იყოს შესაბამისობა კანონთან და ამას ჩვენ დეტალებში შევისწავლით. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. მე არ დავუჭერ მხარს არანაირ ცვლილებას, რომელიც რადიკალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს არსებულ მოცემულობას. ვნახოთ, ეს კონკრეტული ცვლილება როგორი იქნება. აქედან გამომდინარე, წინასწარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მინდა ვთქვა, რომ საჯარო მოხელეთა დაცულობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ ინსტიტუციური მეხსიერების არქონის გამო, რა პრობლემის წინაშე დგება სახელმწიფო, როდესაც ყოველი ახალი პოლიტიკური პირი თავიდან იწყებს თავისთვის მისაღები პირების მოყვანას სამსახურში. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი მცნება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რასთან გვექნება საქმე ვნახოთ,“ – განაცხადა რომან კაკულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა