სახალხო დამცველი იუსტიციის სახლთან გამართულ აქციას ქსენოფობიურს უწოდებს და შემაშფოთებლად მიიჩნევს

საქართველოს სახალხო დამცველი 10 დეკემბერს იუსტიციის სახლთან გამართულ აქციას ქსენოფობიურს უწოდებს და შემაშფოთებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის მქონე პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, „ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოხატულ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს, რასის თუ კანის ფერის გამო, ადამიანების კონკრეტული უფლებების შეზღუდვა მოჰყვეს“.

„აქციის მონაწილეთა ქმედებები, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების წახალისებას, ასევე შეიცავს ადამიანების წინააღმდეგ ეთნიკური წარმომავლობის გამო ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის მონაწილეთა ქმედება მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს გასცდა. ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, მნიშვნელოვანია, აქციასთან დაკავშირებით ეფექტური გამოძოება ჩატარდეს.

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეკრების ჩატარებისას აკრძალულია, შენობების შესასვლელების ბლოკირება, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებოდათ ვალდებულება, პროპორციული ღონისძიებების გატარების მეშვეობით, დაუყოვნებლივ აღეკვეთათ აქციის მონაწილეთა ქმედება.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სრულად შეასრულოს დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება და სამართალდამცავმა ორგანოებმა მსგავს ფაქტებზე დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება. ამასთან, აუცილებელია, რომ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიება ჩატარდეს, მათ შორის, მოხდეს დანაშაულის სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირება.

სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ფაქტების არასათანადო შეფასებამ შესაძლოა წაახალისოს სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკა, საფრთხე შეუქმნას დემოკრატიულ ღირებულებებს და უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს