ადა მარშანია მიწებზე ხელახალი მორატორიუმის გამოცხადების საკითხის პარლამენტის  სხდომის დღის წესრიგში შეტანას მოითხოვს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ყიდვა-გაყიდვაზე ხელახალი მორატორიუმის გამოცხადების საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომის დღის წესრიგში შეტანას მოითხოვს. „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა კოლეგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„პარლამენტის ბიურომ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ყიდვა-გაყიდვის საკითხზე ხელახალი მორატორიუმის გამოცხადებაზე ვიმსჯელოთ. მე ეს საკითხი გამომაქვს უშუალოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ვითხოვ თქვენს მხარდაჭერას. მინდა, რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს საკითხი სასწრაფოდ, დღესვე, შევიტანოთ დღის წესრიგში, ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ აუცილებელია ამ ეტაპზე მორატორიუმის დაწესება ისევ მანამ ვიდრე პარლამენტი არ განიხილავს ფართო საზოგადოებასთან ერთად ორგანულ კანონს ამ საკითხთან დაკავშირებით და არ მიიღებს მას“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა