მანდატურის სამსახურმა ნიკა მელია სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა

პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის სხდომათა დარბაზის მიღმაც გაგრძელდა. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დეპუტატი ნიკა მელია სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს, რასაც მისი მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

„ისედაც ხომ სრულ უმრავლესობაში არიან, მთელი მანდატურის სამსახურიც, პრაქტიკულად, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის რიგებში შედიან. თქვენ ყველამ დაინახეთ, როგორ იქცევა „ქართული ოცნება“, იგივე „პატრიოტთა ალიანსი“. ვინ არიან ესენი, თუ არა კრიმინალები? როდესაც კონკრეტულ დანაშაულებებზე ვსაუბრობ, როდესაც კონკრეტულ ძალადობაზე ვსაუბრობ, დაჭრეს შტაბის ხელმძღვანელი რაჭაში, უმოწყალოდ სცემეს ახალქალაქში, რეპრესიების შედეგად სიკვდილამდე მიიყვანეს პედაგოგი ზუგდიდში და ეს არის რაც ვიცით, რაც ფატალური შედეგით დასრულდა. ასობით ასეთი შემთხვევაა და როდესაც ამაზე საუბრობ და პასუხს სთხოვ, აი, ასეთია რეაქცია. შეხედეთ, მანდატურის სამსახური არის „ქართული ოცნების“ რიგებში. ყველაფერთან ერთად ესენი არიან წარმოუდგენელი ლაჩრები, უკნიდან რომ მოგეპარებიან. ზაზა პაპუაშვილზე ვსაუბრობ, ერთი ხელწერა აქვთ“, - განაცხადა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა