სერგი კაპანაძე - შსს-მ და გახარიამ უნდა გამოიძიონ, მისი ქმედების შედეგად როგორ მოხდა ია კერზაიას გარდაცვალება

შსს-მ და გახარიამ უნდა გამოიძიონ, მისი ქმედების შედეგად როგორ მოხდა ია კერზაიას გარდაცვალება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ია კერზაია შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებების შედეგად გარდაიცვალა.

„არ მინდა პოლიტიკურ კონტექსტში ჩანდეს, მაგრამ თქვენ თვითონ ყველამ ხომ იცით, რა ხდებოდა ზუგდიდში, სხვა რაიონებში რა იყო, ხომ იცით? ხომ იცით, რომ რესურს ცენტრები პირდაპირ იბარებდნენ მასწავლებლებს და „აკაჩავებდნენ“ მათ, რომ მხარი „ქართული ოცნებისთვის დაეჭირათ? ეს რომ იზოლირებული და ერთი შემთხვევა არ არის, ესეც ხომ კარგად იცით? მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში განათლების სამინისტროში მთელი იერარქიის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, გენინსპექციით დაწყებული, მინისტრით დამთავრებული.

ეს ვისი გამოისობით და ვისი კურთხევით მოხდა ზუგდიდში, თქვენ ხომ კარგად იცით? ვინ იყო ზუგდიდში შტაბის ხელმძღვანელი, ხომ იცით? გახარია არ მართავდა ყველაფერს? ამიტომ როცა გამოძიებაზეა საუბარი, მე უფრო რიტორიკულად ვიკითხავ ამას - ვინ უნდა გამოიძიოს ეს საკითხი? შსს-მ და გახარიამ უნდა გამოიძიონ, მისი ქმედების შედეგად როგორ მოხდა ამ ქალბატონის გარდაცვალება? თუ განათლების სამინისტრომ უნდა მოიკვლიოს, რომელმაც უკვე გააკეთა განცხადება, რომ არაფერი არ მომხდარა? პოლიტიკურ გუნდს, რომელიც მართავს პარლამენტს, რაიმე პასუხისმგებლობის აღება ამ თემაზე შეუძლია?“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა