გიგა ბოკერია მმართველ გუნდს - თუ არ გინდათ, რომ 2020 წელს სწორედ ისეთმა ხალხმა არ მოგიგოთ არჩევნები, ვისიც გეშინიათ, დროზე გამოიბერტყეთ პოლიტიკურად ყური

თუ არ გინდათ, რომ 2020 წელს სწორედ ისეთმა ხალხმა არ მოგიგოთ არჩევნები, ვისიც ყველაზე მეტად გეშინიათ თქვენ, დროზე გამოიბერტყეთ პოლიტიკურად ყური და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბოკერიამ მმართველ გუნდს სომხეთის მაგალითის გათვალისწინება ურჩია.

„მინდა შეხედოთ ჩვენი მეზობელი სომხეთის მაგალითს, სადაც დომინანტური იყო რესპუბლიკური პარტია. წლების განმავლობაში ჩვენთვის ნაცნობი მეთოდებით იყო ხელისუფლებაში. ახლა იქ არჩევნები ჩატარდა და პარლამენტში ბარიერი ვერ გადალახეს. რატომ იცით? ვითარება იქამდე მიიყვანეს, რომ უკვე მათი მხრიდან რეფორმებსაც კი არ ჰქონდა აზრი. ამიტომ მინდა მოგიწოდოთ, ახლა მაინც თუ არ გინდათ, რომ 2020 წელს სწორედ ისეთმა ხალხმა არ მოგიგოთ არჩევნები, ვისიც ყველაზე მეტად გეშინიათ თქვენ, დროზე გამოიბერტყეთ პოლიტიკურად ყური და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეთ,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა