ლორენს მერედითი - საქართველოში გამოწვევები რჩება მმართველობის სფეროში, კერძოდ, სასამართლოს რეფორმას გამოვყოფდი

გამოწვევები რჩება მმართველობის სფეროში, კერძოდ კი სასამართლოს რეფორმას გამოვყოფდი, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის დირექტორატის დირექტორმა, ლორენს მერედითმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს ხუთი საკითხი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განახლებული ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ესენია - მმართველობა, უსაფრთხოება, ურთიერთკავშირი, ეკონომიკა და ურთიერთობა ხალხებს შორის.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მის მიერ გატარებული რეფორმების კუთხით. ვხედავთ ნათელ კონსოლიდაციას ეკონომიკის კუთხით, რასაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ხალხისთვის, რეგულარული ზრდა კი, დაახლოებით, 5%-ს შეადგენს. ასევე ვხედავთ თუ რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება მმართველობის სფეროში, კერძოდ კი, სასამართლოს რეფორმას გამოვყოფდი, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთკავშირი, საქართველო წელს შეუერთდა ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს. რაც შეეხება ადამიანების დონეზე კავშირს, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა უპირველეს პრიორიტეტებში განათლებას ასახლებს. ჩვენ ვიზიარებთ ამ ამბიციას, რომ ვიმუშავოთ ადამიანების სასარგებლოდ საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, - განაცხადა მერედითმა.

ამასთან, დირექტორატის დირექტორის თქმით, საქართველოში მისი ჩამოსვლის პირველი მიზანი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 70 წლის აღნიშვნაა.

„მეორე მიზეზი არის ის, რომ უნდა ვესტუმრო ევროპულ სკოლას საქართველოში. ეს არის პირველი ევროპული სკოლა ევროკავშირის საზღვრებს გარეთ, რომელიც ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა სექტემბერში გახსნა. ამ სკოლას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნისთვის სარგებელი მოაქვს. ჩემი აქ ყოფნის მესამე მიზეზია მონაწილეობა კიბერ უსაფრთხოების კონფერენციასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმში. პირველი აქტივობა შოთა რუსთაველის მეტროსთან ჩავატარეთ. ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 70 წლისთავს და ვფიქრობ, საქართველოსთვის სიმბოლურია, რომ ეს ხდება საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მიღებიდან 100 წლისთავზე, როცა აღინიშნება საქართველოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ. დიდი პატივია აქ ყოფნა ნინო ლომჯარიასთან, სახალხო დამცველთან ერთად ყოფნა. ასევე დავესწრები საქართველოს პარლამენტში სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელსაც 300-მდე ადამიანი ესწრება. ასევე დავესწრები კიბერ დანაშაულის კონფერენციას, რომლის დახურვაშიც მივიღებ მონაწილეობას“, - აღნიშნა მერედითმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა