კახა კუკავა -  ყველამ კარგად ვიცით, რომ 7 ნოემბრის ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი ივანიშვილი იყო

ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილი იყო და მისი სახელი საერთოდ არ ფიგურირებს ამ ძიებაში, - ამის შესახებ 7 ნოემბერის საქმეზე ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში კახა კუკავამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქმეს სერიოზული გამოძიება სჭირდება, რადგან არის მცდელობა, ჯოხი მხოლოდ გაქცეულ პოლიტიკოსებზე გადატეხონ.

„7 ნოემბრამდე და 7 ნოემბრის შემდეგ განვითარებული მოვლენების მონაწილე ვარ. რაც ხდებოდა მაშინ ძალადობა, მომიტინგეების, ჟურნალისტების მიმართ, ამ ყველაფერზე ჩვენება მივეცი. ამ საქმეს მაინც დასჭირდება სერიოზული გამოძიება, რადგან არის მცდელობა, ვინც გაქცეულია, იმაზე გადატეხონ ჯოხი.

7 ნოემბრის დარბევა ეს იყო ძალიან მასშტაბური ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდა მთავრობის სხვადასხვა რგოლი, მონაწილეობდნენ ისეთი სახის ძალოვანი სტრუქტურები, რომელთაც ქვეყნის შიგნით საერთოდ არ აქვთ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის უფლება. მაგალითად, გენშტაბის უფროსი, გოგავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა რუსთაველის გამზირზე დარბევას და ის პასუხისგებაში მიცემული არ არის, არც სხვა სპეცრაზმელები.

გარდა ამისა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილი იყო და მისი სახელი საერთოდ არ ფიგურირებს ამ ძიებაში", - განაცხადა კუკავამ.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის დარბევის საქმეზე ჩვენება კახა კუკავამ, ლევან გაჩეჩილაძემ და ზვიად ძიძიგურმა მისცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა