დაგროვებით  საპენსიო სისტემაში ჩართულ პირებს თავიანთი ფინანსური ანგარიშის შემოწმების საშუალება ყოველდღიურად, სააგენტოს ვებგვერდზე შეეძლებათ

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის განცხადებით, საპენსიო სისტემაში ჩართულ პირებს თავიანთი ფინანსური ანგარიშის შემოწმების საშუალება ყოველდღიურად, სააგენტოს ვებგვერდზე ექნებათ. როგორც ლევან სურგულაძემ განაცხადა, სისტემაში ჩართულ პირს ასევე საშუალება მიეცემა, ვებგვერდზე შეამოწმოს, მისი თანხა რა აქტივებშია განთავსებული და როგორია აღნიშნული აქტივების ფასი.

„მას შემდეგ, როცა მოქალაქე საპენსიო ასაკს მიაღწევს, მას უკვე ყოველთვიურად, თანხის მიღების შესაძლებლობა ექნება. კანონი ითვალისწინებს გატანის სხვა წესებსაც: თუ პირს შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს სტატუსი დაუდგინდა ან თუ საქართველო დატოვა და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდა, მას შეუძლია, ეს თანხა მთლიანად გაიტანოს. გარდა ამისა, თუ კუთვნილი თანხის სრულად გატანა ვერ შეძლო და გარდაიცვალა, ის მემკვიდრეობით გადადის. ეს თანხა არის მოქალაქის უპირობო და ხელშეუხებელი საკუთრება, რომელსაც არ ეხება არც ყადაღა და არც არანაირი ფინანსური ვალდებულება”,- აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

ცნობისთვის, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედება იგეგმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა