ანონსი  13 დეკემბერი

13 დეკემბერს, 08:45 საათზე, სასტუმროში „რედისონი“, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ, არასაჭირო საკეისრო კვეთების თემაზე მიმდინარე კონფერენციას დაესწრება.

საკონტაქტო პირი: სალომე გოგინაშვილი 558 24 07 70

13 დეკემბერს, 10:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: ქუთაისი, დარბაზი N304

13 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ბეტსიში“ გაიმართება შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 3 ივლისს მიღებული ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში რელიგიური ორგანიზაციების მიმართ არსებულ დისკრიმინაციას შეეხება.

მის: თბილისი, მაყაშვილის 32/34

საკონტაქტო პირი: მარიამ ღავთაძე 577 719 777

13 დეკემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, შპს „პრიმა მედის“ და ფრანგული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioMerieux (ბიომერიო) ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით EUCAST მიგრაცია & დანერგვის სტრატეგია.

მის: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, გიორგი გორგასლიძე 577 255 040

13 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო “იოტაში“ (საკონფერენციო დარბაზი Copper-ი) საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე და სააგენტოს წარმომადგენლები დაგროვებითი პენსიის შესახებ ბიზნეს ასოციაციებს წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მის. ლერმონტოვის 10.

13 დეკემბერს, 11:00 საათზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისში სამხატვრო კონკურსის – „ოჯახი: ჩემი ხედვა“, გამარჯვებული ბავშვებისთვის და პედაგოგებისთვის მიღება და დაჯილდოება გაიმართება, რომელთაც მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი უმასპინძლებს. ხატვის კონკურსი „16-დღიანი აქტივიზმი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად“ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.

მის: კრწანისის 49, კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია.

საკონტაქტო: თამთა მეგრელიძე 598 74 03 03.

13 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმროში „რედისონი ბლუ ივერია“ ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუსი – საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის დასკვნით ანგარიშებს წარადგენენ. ღონისძიებას გახსნიან კარლო ნატალე - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე და მუნხტუია ალთანგერელი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში.

13 დეკემბერს, 11:00 საათზე, „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: 2019 წლიდან ტექდათვალიერების სავალდებულოება ყველა ტრანსპორტისთვის - რა მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში; რამდენი ტექნიკურად გამართული ცენტრი გვაქვს; რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ცენტრები; რჩება თუ არა ისევ კორუფციის მექანიზმები და მონოპოლია ბაზარზე.

მისამართი: მიხეილ ჭიაურელის 19,(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

13 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის გიორგი ახვლედიანის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ და პარტიის პოზიცია; უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - შეუერთდება, თუ არა პარტია საკონსტიტუციოს გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას. მიმდინარე პროცესები.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

13 დეკემბერს, 11:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: ქუთაისი, დარბაზი N307

13 დეკემბერს, 11:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: ქუთაისი, დარბაზი N301

13 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ყოფილი დეპუტატის კობა დავითაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: კობა დავითაშვილის პოლიტიკური გეგმები. საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება.

უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მიმდინარე პროცესები.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

13 დეკემბერს, 12:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2018“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე გაუძღვებიან.

მის.: სანაპიროს 4

13 დეკემბერს, 12:00 საათზე, „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში, 17 დეკემბერს დაგეგმილი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების შესახებ „საქართველოს ბანკისა“ და Welcome to Georgia! -ს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: გაგარინის 29ა, შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან.

13 დეკემბერს, 12:00 საათზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და „ანაკლია სითი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობის პირველი წლის შემაჯამებელ პრეზენტაციას გამართავენ.

მის.: 26 მაისის მოედანი. სასტუმრო „Holiday Inn”

13 დეკემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება

მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

13 დეკემბერს, 13:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“ გამართავს პროექტის „საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა“, შემაჯამებელ კონფერენციას, რომელზეც მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გეგეშიძე, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი“ სამხრეთ კავკასიას დირექტორი ფელიქს ჰეტი.

13 დეკემბერს, 15:00 საათზე, საინიციატივო ჯგუფი გამართავს შეხვედრას, რომელზეც საქართველოში შეუწყნარებლობის თვალსაზრისით არსებული გარემოებები და გამოწვევები განიხილება.

მის: „ფაბრიკა“ (მწვანე ოთახი).

13 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით წარმოადგენს კვლევას - ენერგეტიკული სიღარიბე და მოწყვლადი მომხმარებლები საქართველოში.

საკონტაქტო: 593 53 11 84; 210 24 52

13 დეკემბერს, 15:00 საათზე, ქ. თბილისის იუსტიციის სახლის ცენტრალურ შესასვლეთან, "ქართული დასი" საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: ახალი სამოქმედო გეგმა.

საკონტაქტო: 577 18 99 42

13 დეკემბერს, 16:00 საათზე, ზუგდიდის ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

საკონტაქტო პირი: სალომე არშბა +995 599 71 21 31

13 დეკემბერს, 18:00 საათზე, თეკლა მელაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „ოქრო 999,9“ გაიხსნება.

მის: რუსთაველის გამზირი #7 (პარლამენტის მოპირდაპირედ)

13 დეკემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ელის დოჯსონის მეორე, სათავგადასავლო რომანის „დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z“ -ის წარდგენა გაიმართება.

მის: ლ. გუდიაშვილის #7

მობ: 558 15 15 83

13 დეკემბერს, 18.30 საათზე, სასტუმროში „ბილტმორი“ (დიდი დარბაზი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2018’’ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილე კარლო ნატალი, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდერსტრომი; „აწარმოე საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ხიდურელი და სხვა პირები დაესწრებიან.

საკონტაქტო პირი სალომე თოფურიძე - 599 326 555

13 დეკემბერს, 19:00 საათზე, ბათუმში, სასტუმროში „ჰილტონი“, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო