პარლამენტში კვორუმის არარსებობის  გამო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა

პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა.

„კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო დღეს ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ შედგა“, - ამ სიტყვებით დაასრულა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომა, სადაც ხანგრძლივი განხილვის შემდეგ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა დაემტკიცებინათ.

კენჭისყრის წინ ჩატარებულ რეგისტრაციაზე უმრავლესობის მხრიდან მხოლოდ 67 დეპუტატი აღმოჩნდა პლენარულ სხდომათა დარბაზში.

მინიმალური – 76 დეპუტატი კი ვერ შეგროვდა, რომ პარლამენტს განხილვების ბოლოს ბიუჯეტი მიეღო.

პლენარული სხდომა ხვალ განახლდება.

იხილეთ ვიდეო: კვორუმი არ შედგა - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტმა კენჭი ვერ უყარა

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში