დაგროვებითი პენსიის შესახებ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

სასტუმრო “იოტაში“, დღეს საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე და სააგენტოს წარმომადგენლები დაგროვებითი პენსიის შესახებ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრა გაიმართება აშშ-ს განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (USAID/G4G) მხარდაჭერით. შეხვედრის ძირითადი მიზანია, საპენსიო რეფორმის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. ასევე, დაგროვებითი საპენსიო სქემის წარდგენა და ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციის ხელშეწყობა.

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და ყოველთვიურად დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს. სქემაში მონაწილეობა 40 წლამდე დასაქმებული პირებისათვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ ნებაყოფლობითი, ასევე ჩართულობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისათვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა