„ნენსკრა ჰიდროს“ ინფორმაციით, კომპანია საქართველოს TOP-ინვესტორების ათეულშია

კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ 2018 წლის მესამე კვარტლის TOP-ინვესტორების ათეულშია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ „ნენსკრა ჰიდროში“ განუცხადეს, „საქსტატის“ ინფორმაციით, „ნენსკრა ჰიდრო“ იმ 10 ინვესტორ კომპანიას შორის მოხვდა, რომელთაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს. კომპანია 2018 წელს ჯამურად 58,2 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ 1 ნოემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა. სამუშაოებს სს „ნენსკრა ჰიდროს“ ქვეკონტრაქტორი კომპანია „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ აწარმოებს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად სოფელ ჭუბერში სრული დატვირთვით მიმდინარეობს 5 ივლისის სტიქიით დაზიანებული გზის 2 მონაკვეთის აღდგენა. ადგილზე მძიმე ტექნიკის 20-მდე ერთეულია მობილიზებული. მოსამზადებელი სამუშაოების მომდევნო ეტაპი მდინარე ნენსკრაზე 3 ხიდის მშენებლობა იქნება. „ნენსკრა ჰიდროს“ ინფორმაციით, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებთან ერთად ინვესტორი კომპანია ადგილზე სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. ასევე, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მაგალითად, 2018 წლის შემოდგომიდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად „ნენსკრა ჰიდრო“ აქტიურად მუშაობს ჭუბერსა და ნაკრაში სასოფლო-სამეურნეო მრავალდარგოვანი კოოპერატივების შექმნაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა